წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ სამ პირს მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.წინასასამართლო სხდომა საქმეზე 18 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ქვემო ქართლში, ერთ-ერთ სოფელში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ხუთმა პირმა აწამა და გააუპატიურა. ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.
როგორც დაზარალებულის ახლობლები და თანასოფლელები აცხადებენ, ფაქტში 15-მდე პირი მონაწილეობდა. მამაკაცის ახლობლები ყველა მათგანის დასჯას ითხოვენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს.
კომენტარები