კომპანია ფოლკსვაგენმა ახალი ელექტრო მიკროავტობუსის მოდელი წარადგინა. მიკროავტობუსის ექსპლუატაციაში შესვლა დაახლოებით 2022 წლისთვის იგეგმება. გათვალისწინებით იმისა რომ ელექტრო ბატარეები განთავსებული იქნება მანქანის ქვედა ნაწილში, მანქანაში იქნება დიდი სივრცე ადამიანებისთვის და საგნებისთვის.
ეს მანქანა ერთ-ერთია იმ 30 ელექტრომანქანიდან, რომელთაც კომპანია 2025 წლამდე გამოუშვებს. ფოლკსვაგენი წარმატებულად ცდილობს იყოს მოწინავე კომპანია ახალი საბაზრო რეალობის პირობებში, რომელსაც ბენზინზე და დიზელზე მოსალოდნელი აკრძალვები ქმნიან.
კომენტარები