სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყებამ ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით მიიღო. საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს.
სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალების მოძრაობის შესახებ.
„აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ“, – განუცხადეს სუს-ში News.ge-ს.
კომენტარები