დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი…
Posted by Akaa Sinjikashvily on ოთხშაბათი, 23 აგვისტო, 2017
სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მოხალისეებმა ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი იპოვეს. სინჯიკაშვილის თქმით, მათ პატრული გამოიძახეს და ძიებაც დაიწყო.
„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა.
ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს სინჯიკაშვილი.
კომენტარები