https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/1693814977317904/
ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით იზოლირება, შემდეგ კი მეხანძრეების დახმარებით წყლის ჭავლით დამუშავება მოხდა. დაახლოებით 80 გრადუსი დახრილობის მქონე მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებულ კერებთან წყლის ჭავლის მიყვანა მოხერხდა და გამთენიისას ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდა.
ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს პრევენციის მიზნით ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.
თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინაში ვიზიტი გააუქმეს.
ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა. სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს გამართავს.
ატენის ხეობაში ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია
ატენის ხეობაში საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გაჩენის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს , შესაბამისად მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის . ხეობაში ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია , თუმცა კვლავაც ვერ ხერხდება ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა “მოამბის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია და დაახლოებით ჰექტარნახევარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
რთული რელიეფის გამო, მეხანძრეების ნაწილს უჭირს კონკრეტულ ცეცხლის კერებზე მისვლა, ამიტომ ამ ადგილებში მოსახლეობა საკუთარი ძალებით მუშაობს.
ხანძრის ლიკვიდაციაში შეიარაღებული ძალები ჩაერთვება
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. ინფორმაცია პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართელოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართელოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს.
პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.
ატენის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა
ატენის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ზემო ბოშურში ამ დროისთვის ხანძარმა 2 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა.
ადგილზე მაშველები უკვე მუშაობენ. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება აგრეთვე ქუთაისიდან და დედოფლისწყაროდან. ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, საცხოვრებელი ტერიტორიებიდან ხალხი უკვე გაყვანილია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან
ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ამ წუთებში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებბელი ავრცელებს
პირველ არხს სოფელ ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენელი კახა თინიკაშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ხანძარი ერთ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
“ველოდებით მეხანძრეებს. ამ წუთებში ჩვენი რესურსით ვცდილობთ ხანძრის შეჩერებას. დაახლოებით 20 კაცი ვმუშაობთ”, – განაცხადა კახა თინიკაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილზე ძალიან რთული რელიეფია და როგორც წესი, ქრის ქარი. ეს ყველაფერი კი სამუშაოებს გაართულებს.
“ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან ერთი კილომეტრითაა დაშორებული და ამიტომ მისი ლოკალიზება დროულად უნდა მოხერხდეს”, – ამბობს კახა თინიკაშვილი.
ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ძლიერი ხანძარია
ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურში ხანძარია. ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით , ზემო ბოშურში დაახლოებით ერთ ჰა ტერიტორიაზე იწვის მწვანე ნარგავები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ზემო ბოშურში რთული რელიეფია, რის გამოც მუშაობა გართულდება. ასევე, ადგილი ქარიანია.
ამ დროისათვის ხდება მეხანძრე-მაშველების მობილიზება. მათი ნაწილი ადგილზე უკვე მუშაობს.
კომენტარები