ბორჯომში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან!
ბოლო ინფორმაციით : ბორჯომში, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძარს ამ დრომდე ებრძვის მობილიზებული მძიმე ტექნიკა, 3 სამაშველო ვერტმფრენი, 400-მდე მაშველი და 550 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე ქარი გაძლიერდა, რაც ხანძრის ლიკვიდაციის პროცესს ისევ ხელს უშლის.
გუშინ, გვიან ღამით ხანძრის გაძლიერებასთნ ერთად, ადგილზე საქართველოს პრემიერ- მინისტრი ჩავიდა, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა საგანგებო შტაბი. შტაბის ხელმძღვანელი შსს-ს მინისტრი გიორგი მრებრიშვილია.
მთავრობის წარმომადგენლები ხანძრის ლოკალიზებამდე ადგილზე რჩებიან.
© ვიდეოში გამოყენებული მასალა მოპოვებულია სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.
კომენტარები