NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.9%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.9%-ით გაიზარდა

21 აგვ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 1909 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქსტატის ინფორმაციით 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 5675.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1446.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4228.6 მლნ. აშშ დოლარს (8.5 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2781.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1141.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1541.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 339,1 მლნ. აშშ დოლარი იყო (33,6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1202.4 მლნ. აშშ დოლარი (6.0 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.4 პროცენტი და იმპორტში 28.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 27.7, 22.6 და 29.1 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისში 31.7 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივლისში 1808.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 30.7 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 570.3 მლნ. აშშ დოლარი (59.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1237.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (20.7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 39.4 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 27.5, 31.9 და 26.3 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისშიც ასევე 24.0 პროცენტი).

2017 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (858.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (605.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (481.4 მლნ. აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.8 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 182.5 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 102.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.1 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 354.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 261.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 196.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.6 პროცენტი).

კომენტარები

ეკონომიკა ექსპორტი იმპორტი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატი 2017-08-21
Tags ეკონომიკა ექსპორტი იმპორტი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარსდგება

შემდეგი სტატია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქარელში მერობის კანდიდატი წარადგინა

მსგავსი სტატიები

ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძემ ბრძოლა პოლიტიკურ ველზე გააგრძელოს

ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძემ ბრძოლა პოლიტიკურ ველზე გააგრძელოს

19 თებ 2019

შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

09 დეკ 2017
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ამინდი გაუარესდება

10 იან 2018

უახლესი ამბები

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge