თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კახა კალაძე, Facebook-ზე ახალ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. სხვაგვარად, “ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა, აუცილებლად კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას
კალაძე: ეკოლოგია ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება
კახა კალაძის თქმით, ხეების მოჭრა ყოვლად დაუშვებელია.მისი განმარტებით, ხელისუფლებამ ბიზნესი გაათავისუფლა პოლიტიკური წნეხისგან, რაც არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვისა და ქალაქის დასახიჩრების ხარჯზე უნდა ხდებოდეს.
“თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან.ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე.ეკოლოგია ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ-თვითმმართველობამ, საზოგადოებამ, ერთად უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა თბილისის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.”- განაცახადა კალაძემ
კომენტარები