NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარსდგება

საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარსდგება

21 აგვ 2017 ახალი ამბები, კულტურა 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს, ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) გაიმართება, სადაც საქართველოს  მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის პირველ დღეს, 18 სექტემბერს გაიმართება საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნიან.

საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იქნება, როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნეს კავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება  მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, რაც საქართველო ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

გამოფენა საქართველო უმსხვილესი ჩინეთ 2017-08-21
Tags გამოფენა საქართველო უმსხვილესი ჩინეთ
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამხედრო პოლიციამ ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.9%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

21 აგვ 2018
„ასეთი მასშტაბური ცვლილებები აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლების გუნდი არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით“

„ასეთი მასშტაბური ცვლილებები აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლების გუნდი არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით“

13 ნოე 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ძველებიც და ახლებიც არიან კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები“

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge