NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

21 აგვ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 1626 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო უსაფუძვლოდ, ხელოვნურად და უსამართლოდ აჭიანურებს პროცესს, რითაც საფრთხეს უქმნის მოშიმშილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ აყენებს მათი შეკრებისა უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას.

როგორც ცნობილია, უკვე მე–7 დღეა  სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარეობს მოშიმშილეთა აქცია. ისინი აპროტესტებენ რკინიგზელთა შრომის პირობების არსებით გაუარესებას, რომლის მიხედვითაც ვალდებულები არიან მუშაობა განაგრძონ მათი საცხოვრებლიდან  მნიშვნელოვნად დაშორებულ ადგილას  ყოველგვარი  ხარჯების და პირობების უზრუნველყოფის გარეშე, მათ შორის, ტრანსპორტირების, საცხოვრებლის და ა.შ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აქციის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციამ, სრულიად უკანონოდ, საშუალება არ მისცა მოშიმშილეებს გაეშალა კარავი, რითაც უხეშად დაარღვია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. ამ ფაქტს ადასტურებს არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის,  საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვ. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ  უკვე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ანალოგიური ქმედება უკანონოდ არის მიჩნეული.

2017 წლის 17 აგვისტოს საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა და სს ,,საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელმა უჩა ხვთისიაშვილმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას  მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: 1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარატმენტის 2017 წლის 15 აგვისტოს ქმედების უკანონოდ ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წინ კარვის განთავსების საშუალება; 2. მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა და მოსარჩელეებისთვის, აქციის მონაწილეებისთვის, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წინ  კარვის დადგმის საშუალების მიცემა.

2017 წლის 21 აგვისტოს  ჩაგვბარდა სასამართლოს განჩინება, რომლითაც დადგინდა ხარვეზი საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის  წარდგენის მოთხოვნით. მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს მონაცემთა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია და შესაბამისად, არ არსებობდა ხარვეზის დადგენის წინაპირობა.

საგულისხმოა, ისიც, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინების თაობაზე, მხოლოდ 21 აგვისტოს გვეცნობა, მაშინ, როდესაც სარჩელის შეტანის მომენტიდან სისტემატურად ვუკავშირდებოდით მოსამართლის თანაშემწეს და ნებისმიერ დროს მზად ვიყავით ჩაგვებარებინა იგი.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმე ეხება შიმშილობის აქციას, რომელიც მე–7 დღეა მიმდინარეობს და რომელიც უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება, სხვა შემთხვევაში სასამართლოსადმი მიმართვა მხოლოდ ფორმალური გახდება და დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებასაც.

ამ მოვლენების ერთობლიობა  გვაძლევს საფუძვლიანი  დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“, როგორ სახელმიწფო კომპანიის,  გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზეც ვრცელდება,“- წერია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

განცხადება პროფესიული კავშირი პროფკავშირი 2017-08-21
Tags განცხადება პროფესიული კავშირი პროფკავშირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გარიგების შემთხვევაში, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან

შემდეგი სტატია

ელისაშვილი თქმით, თბილისს 13 თვეა მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს

მსგავსი სტატიები

გახარია: „ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე“

21 ნოე 2018
1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება

1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება

31 ივლ 2018

„ეს იყო მამაჩემის წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკური საქმე“

12 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ლევან თაქთაქიშვილი: … მაგალითად, 1937 წლიდან 1956 წლამდე მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები იყო დაპატიმრებული

    ლევან თაქთაქიშვილი: … მაგალითად, 1937 წლიდან 1956 წლამდე მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები იყო დაპატიმრებული

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge