რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ აფხაზეთში სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე ალექსანდრე ფომინზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსული და აფხაზური მხარეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ხელშეკრულება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებას ეფუძნება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა ასევე განიხილეს რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირების საკითხები აფხაზეთში და საერთო საჯარისო ნაწილების შექმნის საკითხები.
კომენტარები