ესპანელმა გარბინე მუგურუსამ ცინცინატიში გამართული პრესტიჟული ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. Western&Southern Open-ის ფინალურ დაპირისპირებაში მუგურუსამ რუმინელი სიმონა ჰალეპი ორ სეტში- 6:1, 6:0 დაამარცხა და მეორე ტიტული მოიგო .
2017 წელს ის ასევე „უიმბლდონის“ გამარჯვებული გახდა.
ახლა, ესპანელი მსოფლიოს მესამე ჩოგანია. ეს პოზიცია მან ყოფილ პირველ ჩოგანს, გერმანელ ანჟელიკ კერბერს წაართვა
შეგახსენებთ, რომ წარმატების შემთხვევაში სიმონა ჰალეპი WTA-ის რეიტინგის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებდა.
ჰალეპი ანალოგიურ სიტუაციაში იყო როლან გაროსთან, როდესაც რეიტინგში პირველ ადგილზე გადასასვლელად ფინალის მოგება სჭირდებოდა, მაგრამ სენსაციურად ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან წააგო.
კომენტარები