NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმიანება

უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმიანება

21 აგვ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1373 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცხადებს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვარს გადაკვეთს, ის უნდა დახვრიტონ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ის სააკაშვილს მოუწოდებს, თუკი უკმაყოფილოა მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო, ადვოკატი დაიქირავოს და სასამართლოს მიმართოს.

„ჩემი ქვეყნის საზღვრები წმინდათაწმინდა, ხელშეუხებელი და დაცულია. მივმართავ მესაზღვრეებს: ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ესროლეთ ნებისმიერს, ვინც საზღვარს დაარღვევს,“- წერს ლიაშკო

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება.

სააკაშვილის თქმით ის   კიევში პოლონეთის ტერიტორიიდან შევა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვან.

„პოროშენკომ თავი შეირცხვინა და მისი გადაწყვეტილების შემდეგ, პირველი, ვინც განცხადება გააკეთა, მედვედევი იყო, მას შემდეგ რუსული არხები გამუდმებით ჩემზე საუბრობენ. მე ღიად ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ უკრაინაში შეპარვას ან ვინმეს საბარგულით შესვლას. იმისთვის არ მიშრომია და არ მიცხოვრია, რომ სადმე საბარგულით შევიპარო. მე არ ვიცი, რა საფრთხეს წარმოვადგენ პოროშენკოსთვის, მაგრამ როგორც ჩანს, მართლაც ამ ოლიგარქებისთვის დიდ საფრთხეს წარმოვადგენ და არც ვაპირებ, იმედი გავუცრუო მათ. მე წავალ სასამართლოში, რადგან პოროშენკომ ყველანაირი კანონი დაარღვია, უკრაინის კანონმდებლობაც და საერთაშორისო სამართლის ნორმებიც. მე მზად ვარ, წარვდგე უკრაინის სასამართლოს წინაშე.

მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩემი სახლი უკრაინაშია, მე ვარ ერთ-ერთი უკრაინული მოძრაობის შექმნის ინიციატორი, ჩემი ნივთები უკრაინაშია, ჩემი მეგობრები უკრაინაში ცხოვრობენ და მართალია, მე წამართვეს ყველაფერი არაადამიანურად და არაკაცურად, მაგრამ გადავიტან. ბევრი უკრაინელი მწერს, რომ მზად არიან მიმიღონ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

სააკაშვილის  თქმით, 10 სექტემბერს პოლკონეთ-უკრაინის საზღვარზე მას თან მიჰყვებიან პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები და რიგი პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი უკრაინაში დაბრუნება ცირკად არ აქციონ.

მიხეილ სააკაშვილმა პარალელი გაავლო პეტრო პოროშენკოსა და შევარდნაძეს შორის .

„ჩემსა და პოროშენკოს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, რადგან ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, ის ორიენტირებულია ფულის კეთებაზე, მე კი ორიენტირებული ვარ, რომ ადამიანებმა, ვინც პოლიტიკაში არიან, ხალხის ხარჯზე ფული არ აკეთონ“ –  თქვა  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მან განაცხადა, რომ  უკრაინელ ხალხს მისი იმედი უნდა ჰქონდეს. „პოროშენკო და გროისმანი თქვენ ფულს იპარავენ“ – ამ სიტყვებით მიმართა სააკაშვილმა Facebook Live-ის დროს უკრაინელ ხალხს.

მან ასევე აღნიშნა ,რომ  მას შეეძლო ამერიკაში დარჩენილიყო,მაგრამ ის უკრაინელ ხალხს დაჰპირდა,რომ   ის მათ ოლიგარქებისგან გაათავისუფლებდა.

 

კომენტარები

მიხეილ სააკაშვილი 2017-08-21
Tags მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბარსელონის ტერაქტი უარყოფითად აისახა ტურიზმზე

შემდეგი სტატია

მესხიძეების ოჯახი სოფელ დაბიდან ევაკურიებულია

მსგავსი სტატიები

ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10 სექ 2017

„ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა“ – ლევან იზორია

11 სექ 2018
ფეისბუკის ახალი სერვისი

ფეისბუკის ახალი სერვისი

მაია ბარძიმაშვილი 25 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალმა სანქციებმა დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალმა სანქციებმა დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია

  • “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

    “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

    ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge