NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეროვნული ბანკი მომხარებელს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ახსენებს

ეროვნული ბანკი მომხარებელს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ახსენებს

21 აგვ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 1640 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს სამოქალაქო კოდექსში 2017 წელს განხორციელებულ ცვლილებებს ახსენებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავენ (იხ. ბმული).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად შეიზღუდა სესხისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობები. კანონმდებლობის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ კალკულატორით), ხოლო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. აღნიშნული ცვლილებები ეხება ნებისმიერ გამსესხებელს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. დამატებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოცემული კანონის მოთხოვნების უკეთ გაცნობიერებისთვის შეიმუშავა შესაბამისი განმარტებები (იხ. ბმული)

ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილში შესული ცვლილების შესაბამისად ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, მიმართავს მომხმარებლებს, გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები და სესხების აღებამდე დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, გადაამოწმონ რამდენად შეესაბამება სესხის გაცემა არსებულ კანონმდებლობას“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კოდექსი საქართველოს ეროვნული ბანკი ცვლილელები 2017-08-21
Tags კოდექსი საქართველოს ეროვნული ბანკი ცვლილელები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამეფო კარის თამაშები – კადრს მიღმა

შემდეგი სტატია

„ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივიან

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო შესყიდვების ანგარიში: როგორ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს

25 დეკ 2017

კობახიძე შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

07 დეკ 2017

რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

სოსო ელისაშვილი 02 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge