NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბარსელონის ტერაქტი უარყოფითად აისახა ტურიზმზე

ბარსელონის ტერაქტი უარყოფითად აისახა ტურიზმზე

21 აგვ 2017 ახალი ამბები 671 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კატალონიის დედაქალაქში, ტერორისტული თავდასხმა ყველაზე ტურისტულ ქუჩაზე, უკვე აისახა უარყოფითად ესპანეთის, როგორც დასვენების უსაფრთხო ადგილის იმიჯზე, – წერს ბრიტანული Financial Times-ი.

რამბლეს ქუჩაზე თავდასხმა, ტურისტული სეზონის პიკს დაემთხვა. დაშავებულები და დაღუპულები იქ 34 ქვეყნიდან ჩავიდნენ.

ტერაქტის მეორე დღეს, ტურიზმთან დაკავშირებული ესპანური კომპანიების აქციები დაეცა, რაც უმალ აისახა ქვეყნის მთლიან საფონდო ინდექსზე. საავიაციო ჰოლდინგ AIG-ის, სასტუმროების ქსელ Melia-ს და აეროპორტების ოპერატორ Aena-ს აქციების ფასი 2%-ით შემცირდა.

ბარსელონაში, სასტუმროების ბიზნესის მფლობელთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა მანელ კასალსმა FT-ს განუცხადა, რომ სავარაუდო ზიანის დათვლა ნაადრევია, თუმცა არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ტერაქტის გამო ტურისტებმა სასტუმროებში ჯავშანი გააუქმეს.

ერთ დროს პოპულარულმა ტურისტულმა მიმართულებებმა, როგორებიცაა ტუნისი, ეგვიპტე და თურქეთი, დაკარგეს იმ ტურისტების ნაწილი, რომლებმაც ტერაქტებისთვის თავის არიდების მიზნით, ამ ქვეყნებს ესპანეთი ამჯობინეს. ანალოგიური რამ გამეორდა პარიზში, ისლამისტების თავდასხმების შემდეგ. საფრანგეთის დედაქალაქში ტურისტების რაოდენობა 2016 წელს წინა წელთან შედარებით 1,5 მილიონი ადამიანით შემცირდა.

კომპანია ITB World Travel Trends Report-ის გამოკითხვის თანახმად, დასვენების ადგილის შერჩევის დროს უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ხდება. კვლევაში ნათქვამია, რომ მოგზაურთა რაოდენობა ყველა მკვეთრად შემცირდა თურქეთში, საფრანგეთში და ბელგიაში – ქვეყნებში, სადაც ტერორისტული თავდასხმები მოხდა.

მათგან განსხვავებით, ესპანეთში ამ ზაფხულში ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებლს აღწევდა. პირველი ხუთი თვის განმავლობაში მათი რიცხვი შარშანდელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.

კომენტარები

2017-08-21
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა

შემდეგი სტატია

უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმიანება

მსგავსი სტატიები

ოპოზიცია სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად, მხარის გუბერნატორს ასახელებს

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019

„სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა პოლიტიკური მოტივი“

28 ნოე 2017

თბილისის საქალაქო სასამართლო ოთარ აბესაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15 იან 2018

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge