აშშ-ის თავდაცვის მინისტი ჯეიმს მეტისი უახლოეს დღეებში იორდანიას, თურქეთსა და უკრაინას ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახურში ადასტურებენ.
ჯეიმს მეტისი თავდაპირველად იორდანიას ესტუმრება და ქვეყნის მონარქს მეფე აბდულას შეხვდება. ეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რანგში მეტისის პირველი ვიზიტი იქნება.
შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელი თურქეთში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან მოლაპარაკებას გამართავს.
კიევში ვიზიტისას კი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართავს შეხვედრას, სადაც აღმოსავლეთ უკრაინის საკითხს განიხილავენ.
კომენტარები