ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი უახლოეს დღეებში იორდანიას, თურქეთსა და უკრაინას ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახურში ადასტურებენ.
ჯეიმს მეტისიპირველად იორდანიას ესტუმრება და ქვეყნის მონარქს მეფე აბდულას შეხვდება. ეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის რანგში მეტისის პირველი ვიზიტი იქნება იორდანიაში. ამის შემდეგ ის თურქეთს ესტუმრება , სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან მოლაპარაკებას გამართავს და თურქეთის როგორც ნატო-ს მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას გაუსვამს ხაზს, რომელიც რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობისკენ მიისწრაფვის და ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს თურქეთს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მათ შორის ქურთების მშრომელთა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
კომენტარები