NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართული სტრარტაპები, რომლებიც მომხმარებელს ვებმომსახურებას სთავაზობენ

ქართული სტრარტაპები, რომლებიც მომხმარებელს ვებმომსახურებას სთავაზობენ

18 აგვ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 2563 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წარმოგიდგენთ ქართლ სტარტაპებს, რომლებიც მომხმარებელს ვებმომსახურებას სთავაზობენ.

Sazamtro.ge

Sazamtro.ge  არის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნივთების გაცვლა, გაჩუქება და ყიდვა-გაყიდვა ადგილმდებარეობის მიხედვით. ვებგვერდი ინტერნეტ სივრცეში ოფიციალურად 2016 წლის 8 დეკემბერს  ჩაეშვა. მას უკვე აქვს 16,000 ათასამდე განცხადება და 1,000,000-მდე ნახვა.

 

BigMarket.ge

BigMarket.ge ონლაინ სუპერმარკეტის პროექტია. მისი დამფუძნებლები მიზნად ისახავენ შექმნან ინოვაციური სავაჭრო სივრცე, რომელიც მომხმარებლებს პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების სახლიდან გაუსვლელად შეძენის საშუალებას მისცემს, ხოლო მეწარმეებისთვის სტაბილური შემოსავლის წყარო გახდება.

„BigMarket.ge-ის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ჩვენი სავიზიტო ბარათი მომხმარებელზე ზრუნვაა, უამრავ ადამიანს ვუსმენთ და ვცდილობთ მათი სურვილები და ჩვენი იდეები რეალობად ვაქციოთ.  თუ გსურთ აღმოაჩინოთ „ბაზარი კართან“, ნუ დაგეზარებათ, გვესტუმრეთ და „მოშინაურდით“, ჩვენი სუპერმარკეტი ყოველთვის ღიაა“, – აცხადებენ კომპანიის დამფუძნებლები.

 

Port 80

„პორტ:80“ არის კომპანია, რომელიც ინტერნეტრეკლამის დამკვეთებს სთავაზობს რეკლამის შესყიდვის, განთავსების და ანალიზის მოსახერხებელ პლატფორმას. კომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, „პორტ:80“ თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანია GEMIUS-თან, რომელიც ერთერთი მსხვილი მოთამაშეა ინტერნეტ რეკლამის დაგეგმარების, შესყიდვის და ანალიზის მიმართულებით 30-ზე მეტ ქვეყანაში.

 

Episode

Episode  მეორადი ტანსაცმლის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დროისა და ენერგიის დაზიგვით,  სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ სასურველი ტანსაცმელი.

 

Soplidan.ge

Soplidan.ge იმ ოჯახებისთვის შეიქმნა, ვინც მუდმივად ეძებს ჯანსაღ პროდუქტს და ამისთვის დიდ დროს ხარჯავს.

„ჩვენმა სერვისმა გაამარტივა მათთვის ეს პროცესები.  დღეს უკვე 1000-ზე მეტი მომხმარებელი შემოდის საიტზე, ირჩევს ქართულ სოფლებში მოძიებულ ჯანსაღ პროდუქტს და მეორე დღეს იღებს სახლში. გადახდის სქემა მარტივია – ან შეძენის მომენტში ბარათით, ან ადგილზე, კურიერთან. გასული ერთი წლის განმავლობაში Soplidan.ge-მ უამრავი ქართველი გლეხი თუ ფერმერი აღმოაჩინა, ვინც ქმნის კარგ პროდუქტს. ამ სიკეთეების მომხმარებლამდე მიტანას უკვე Soplidan.ge უზრუნველყოფს“, – აცხადებენ კომპანიის დამფუძნებლები.

 

PROFIX.GE

ვებგვერდი PROFIX.GE ერთი მხრივ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საშუალებას აძლევს ინტერნეტის მეშვეობით გაზარდონ შეკვეთების, ანუ დამკვეთების რაოდენობა, ხოლო მეორე მხრივ, სახლიდან გაუსვლელად იპოვონ სასურველი პროფესიონალი ნებისმიერი სფეროდან.

ვებგვერდის დამფუძნებლების განცხადებით, PROFIX.GE-ის ერთერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სპეცილისტების შეფასების ობიექტური სარეიტინგო სისტემაა, რომელიც მომხმარებელს (დამკვეთს) უადვილებს კვალიფიციური სპეციალისტის არჩევას.

„ჩვენი თანამშრომლები დაწვრილებით ამოწმებენ  სპეციალისტების ანკეტების ინფორმაციას და სისტემა აწყობილია ისე, რომ სპეციალისტების შეფასება PROFIX.GE-ზე შეუძლია მხოლოდ იმ მომხმარებლებს, ვინც უშუალოდ ისარგებლა მათი სერვისით“, – აცხადებენ ვებგვერდის დამფუძნებლები.

 

 

 

 

 

 

 

 

#სტარტაპერი #გვეამაყები

[R]

კომენტარები

2017-08-18
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გიორი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს

შემდეგი სტატია

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტრო : 22 ოქტომბერს დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

20 ოქტ 2017

ფილიპინებში სავაჭრო ცენტრში ხანძარია

24 დეკ 2017
„გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება“

„გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება“

16 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge