ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში, საქართველოს 16 წლამდე ნაკრები ნახევრაფინალში ჰოლანდიასთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა.
ქართველები, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ხუთი ქულის სხვაობით ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოს მეტოქემ 10-2 გაქცევა გააკეთა და ფინალში ჰოლანდიის 16 წლამდე ნაკრები გავიდა, სადაც საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები ამ წაგების მიუხედავად, მომავალ სეზონში „ა“ დივიზიონში გადასვლის შანსს ინარჩუნებს.
ანატოლი ბერიშვილის გუნდი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში „ა“ დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
ნაკრების უკანახაზელმა 19 ქულა მიითვალა აქტივში. საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეხვედრა 20 აგვისტოს გაიმართება.
კომენტარები