ბარსელონაში მომხდარის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ news.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ცხელ ხზზე საქართველოს მოქალაქეების ზარები დაფიქსირდა, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ეძებდნენ, ყველა მათგანმა ერთმანეთი იპოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კომენტარები