NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის შს მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის შს მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

18 აგვ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი 590 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ესპანელ კოლეგას ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„შეძრული ვარ უკანასკნელი მოვლენებით და უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ იმ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლის გამო, რაც ესპანეთის სამეფოში, ბარსელონაში, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს მოჰყვა.

გთხოვთ, ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენი ფიქრები დღეს დაღუპულებთან, მათ ოჯახებსა და ახლობლებთან, ესპანელ ხალხთან არის.

ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა პრინციპულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი თავისუფალი და ღია საზოგადოებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო გაერთიანებულია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ისეთ ბოროტებას, როგორიც არის ტერორიზმი. ბარსელონას ტრაგედია არის მორიგი სიგნალი, როდესაც ჩვენ მტკიცე ზომების მიღება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ესპანეთის სამეფოს მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამავდროულად, მტკიცედ გვწამს, რომ ვერაფერი აღუდგება წინ ესპანელი ხალხის სწრაფვას თავისუფლების, უსაფრთხოებისა და განვითარებისაკენ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

ბარსელონა გიორგი მღებრიშვილი ტერაქტი შინაგან საქმეთა მინისტრი 2017-08-18
Tags ბარსელონა გიორგი მღებრიშვილი ტერაქტი შინაგან საქმეთა მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რა ხდის დუბლინის ბიბლიოთეკას გამორჩეულს

შემდეგი სტატია

ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდაა

მსგავსი სტატიები

P.S.-ის ინფორმაციით, პარლამენტში პრემიების მისაღებად გედევან ფოფხაძის ხელმოწერა გააყალბეს

29 ოქტ 2017

ვარკეთილში ავტომანქანის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

08 დეკ 2017
„გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ დღეს და ამას, შესაძლოა, პოლიტიკური ტაქტიკის ხასიათი ჰქონდეს“

„გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ დღეს და ამას, შესაძლოა, პოლიტიკური ტაქტიკის ხასიათი ჰქონდეს“

12 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge