NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე რეაგირება მოახდინა

შსს-მ ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე რეაგირება მოახდინა

17 აგვ 2017 ახალი ამბები, სამართალი 887 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში – რეაგირების ოქმი შეადგინეს, 2 შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მოსახლეობამ საპატრულო ეკიპაჟებთან არ ითანამშრომლა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები სიახლეს წარმოადგენს, სამართალდარღვევის ჩადენის პირველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟი დამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ნაცვლად, სიტყვიერ შენიშვნას აძლევს. პოლიციელები, ასევე, აფრთხილებენ დამრღვევ პირს, რომ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

შსს ხმაური 2017-08-17
Tags შსს ხმაური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გორის ციხესთან ხანძარი გაჩნდა

შემდეგი სტატია

“ვენდი” ვადაგასული პროდუქტის გამოყენების გამო დააჯარიმეს

მსგავსი სტატიები

არ არის კარგი ტენდენცია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ინტერესი, როგორიცაა საია, ოპოზიციურ პარტიებთან იხლართება

არ არის კარგი ტენდენცია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ინტერესი, როგორიცაა საია, ოპოზიციურ პარტიებთან იხლართება

ირაკლი შალიკაშვილი 20 სექ 2021
TBC-ის საქმე – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივლენ, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე არ იქნება

TBC-ის საქმე – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივლენ, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე არ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2019
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

02 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge