NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართველი ძიუდოისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

ქართველი ძიუდოისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

17 აგვ 2017 ახალი ამბები, სპორტი 1149 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 9-13 აგვისტოს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (-73კგ) ჩემპიონი გახდა, სოფიო სომხიშვილმა (+70 კგ) და ლუკა კაპანაძემ (-55კგ) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (-63კგ) ბრინჯაო.

ძიუდოისტებს  და მათ ოჯახის  წევრებს  ეს წარმატება 17 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა  ტარიელ ხეჩიკაშვიმა  ,   შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა   მიულოცა.

გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საქართველოს ნაკრებმაც. ძიუდოს ისტორიაში პირველად, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდებით გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდი 4:3 დაამარცხა.საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მერვედფინალში იტალიას 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში ურთულესი შეხვედრა მოუგეს იაპონიას 4:4 (32:25 ქულებით), როდესაც 0:3 ჩამორჩენის შემდეგ შეძლეს წონასწორობის აღდგენა და გაამარჯვება, ნახევარფინალური დაპირისპირება კი მომავალ ჩემპიონ, რუსეთის ნაკრებთან 2:6 დათმეს.

,, უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი  ძიუდოისტების წარმატება , განსაკუთრებულად გვახარებს ჩვენი ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრები  , რომლებიც მოგეხსნებათ სულ ცოტახნისწინით ტრიმფით დაბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატიდან და სწორედ მაშინ დაგვპირდნენ ,რომ  ასახლებდნენ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე და მათ  ეს დანაპირები შეასრულეს .პირველად მოხდა ,როდესაც გუნდურ ჩემპიონატში  გუნდები ასპარეზობდნენ ერთად როგორც ქალები, ასვევე ვაჟები და აქაც წარამატებას მიაღწიეს . მნიშველოვანია ,რომ იაპონიიას ნაკრებს ვძლიეთ და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ ,  ჩვენ ყველა სინჯის მედალი მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა, გვახარებს ის რომ,ჩვენს პირველ ნაკრებს ძალიან კარგი შემცვლელები ეზრდება და  ეს  იმის საწინდარია ,რომ  ჩვენი   ძიუდოს ნაკრები იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო .” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა

 

,, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შედეგი ჩვენთვის , გამომდინარე იქიდან ,რომ  გუნდურ პირველობაში ყველაზე სასიხარულო ,არის  ის რომ პირველად ვძლიეთ იაპონიაის ნაკრებს  ისტორიაში  ,რაც  უდიდეს სტიმულს  მისცემს ,როგორც ამ ბავშვებს ასევე სხვა სპორტსმენებს  მომავალში მათთან ასპარეზობის დროს . ”  – თქვა დავით ქევხიშვილმა

 

გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ალექსი სვიანიძე, ლევან ჭელიძე, ეკატერინე ტატუნაშვილი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი. გუნდური ჩემპიონატის ფინალში, რუსეთის ნაკრებმა ბრაზილია 5:3 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი საქართველოსთან ერთად, იაპონიის ნაკრებმაც მოიპოვა, იაპონელებმა საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკეთს 8:0 სძლიეს.

ჯამში, საქართველოს ძიუდოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობა ჯამში 18-მა ნაკრებმა მიიღო, ინდივიდუალურ შეჯიბრში კი მედლებისთვის მსოფლიოს 64 ქვეყნის 428 სპორტსმენი იბრძოდა.

კომენტარები

ძიუდო 2017-08-17
Tags ძიუდო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის საქმეს ეხმიანებიან

შემდეგი სტატია

ბარსელონაში ტურისტებით გადატვირთულ ზონაში , სატვირთო მანქანა შევარდა

მსგავსი სტატიები

Top 20 Ways To Make Your Webpage Trustworthy To Your Visitors

07 ივნ 2018

„დღეს, როცა საქართველო უკანასკნელ გზაზე მიაცილებს „ბუნების საჩუქარს“- ლიკა ქავჟარაძეს“

14 ოქტ 2017

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამერიკას აკრიტიკებენ

22 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge