NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ელოშვილი: მარეგულირებელი კომისია საბოლოო ტარიფს მეთოდოლოგიის მიხედვით დაადგენს

ელოშვილი: მარეგულირებელი კომისია საბოლოო ტარიფს მეთოდოლოგიის მიხედვით დაადგენს

17 აგვ 2017 მნიშვნელოვანი 259 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თელასის“ მიერ  ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკ-ში განაცხადის შეტანას ენერგეტიკის მინისტრი გამოეხმაურა, ილია ელოშვილის განცხადებით, ტარიფების დადგენა ცალსახად სემეკ-ის კომპეტენციაა. მინისტრის თქმით, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, მათ შორის ისეთები, როგორიც არის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები და ვალუტის კურსი.

„ამას გადაწყვეტს მარეგულირებელი კომისია, დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია, რომ შემცირდეს ან გაიზარდოს, ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც არის დასათვლელი, შესაფასებელი“,-განაცხადა ელოშვილმა.

სემეკ-ის ტარიფების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გივი სანიკიძის განცხადებით, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად წარდგენილი ყოველწლიური განაცხადით, „თელასი“ თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატებას ითხოვს. სემეკ-ში ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ გაითვალისწინონ ამ მეთოდოლოგიის პირობები და მოთხოვნები, რადგან თბილისელებისთვის 2018 წლის ახალ ტარიფს მხოლოდ სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით დაადგენენ.

„ზრდის ან შემცირების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო ტარიფის ყველა შემადგენელი კომპონენტის გადათვლა უნდა მოხდეს და აქედან გამომდინარე უნდა დადგინდეს საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფი. კომპანია აფიქსირებს სამომხმარებლო ტარიფის ზრდის საჭიროებას, თუმცა ცალსახად, მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, იმ გონივრული და სამართლიანი ხარჯების ასახვიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი ტარიფების დადგენა და თუ კომპანია საჭიროებს რაიმე დანახარჯებს, ის აუცილებლად იქნება ასახული, თუმცა არაგონივრული და არამიზანშეწონილი ხარჯები არ იქნება ტარიფში გათვალისწინებული, რაც არ უნდა მოთხოვნა ჰქონდეს კომპანიას ამისა“,-განაცხადა სანიკიძემ.

სააქციო საზოგადოება „თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკ-ში განაცხადი წარადგინა.

„თელასის“ განმარტებით, საქართველოს კანომდებლობის მოთხოვნის თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აღნიშნული განაცხადის ყოველწლიურად წარდგენა კომპანიის ვალდებულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება.

როგორც news.ge-ს სემეკ-ში განუცხადეს, საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, კომისია 18 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში გამოცხადდება ახალი ტარიფი.

კომენტარები

ელოშვილი თბილისი თელასი სანიკიძე სემეკი ტარიფი 2017-08-17
Tags ელოშვილი თბილისი თელასი სანიკიძე სემეკი ტარიფი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დახმარებას ჰპირდება

შემდეგი სტატია

ოკაცეს კანიონთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა

06 ივნ 2018
„ჩვენი თავისუფლებისთვის“ – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ჩვენი თავისუფლებისთვის“ – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

12 მაი 2018

საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებს

08 ოქტ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • გვაქვს რეგიონალური ტურნე – ხუთშაბათს და კვირას ვიქნებით ზუგდიდსა და ბათუმში

    გვაქვს რეგიონალური ტურნე – ხუთშაბათს და კვირას ვიქნებით ზუგდიდსა და ბათუმში

  • ხელისუფლების მუშაობის სტილი და ღირებულება არ არის ოპოზიციონერების “განეიტრალება” მიმდინარე გამოძიებით -არც ბატონი ბოკერია არის ის ადამიანი, ვინც გამოძიების გამო შეიცვლის გამოხატვის ფორმებს

    ხელისუფლების მუშაობის სტილი და ღირებულება არ არის ოპოზიციონერების “განეიტრალება” მიმდინარე გამოძიებით -არც ბატონი ბოკერია არის ის ადამიანი, ვინც გამოძიების გამო შეიცვლის გამოხატვის ფორმებს

  • ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას- ღრმად ცდებიან, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის

    ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას- ღრმად ცდებიან, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge