სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ინფორმაციას 1tv – ავრცელებს .
წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაცია მასაჟის სალონში მიმდინარეობს, სადაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. სპეცოპერაციას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ატარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
კომენტარები