ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები