“მოვითხოვოთ, ბრაზიანად და კატეგორიულად -შეწყდეს საღი ხეების ჭრაზე ხელის მოწერა!! ” – ამ მოთხოვნით “პარტიზანული მებაღეობა თბილისში-ის” ორგანიზებით მერიასთან აქცია გაიმართა. აქციაზე ბაგებში საღი ხის მოჭრა გააპროტესტეს, რომელზეც ნეართვა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა გასცა.
აქციის მონაწილეებმა ამერიაში შეღწევა სცადეს, რასაც პოლიციასთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
დღეს, 17 აგვისტოს, ბაგებში მშენებლობის გამო 10-მდე საღი ხე მოიჭრა. თბილისის მერია აცხადებს, რომ ნებართვა 8 ხის მოჭრაზე გაიცა და კომპანია ვალდებულია ტერიტორიაზე სივრცე გაამწვანო გააშენოს.
აქციას ესწრებოდა დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც მანამდე ბაგებში გააპროტესტა.
“არჩევნებამდე შეწყდეს ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემა…როგორც ჩანს ბოლო ფულის კეთებაა. მით უმეტეს, ხალხი ცოტაა და ამით სარგებლობენ.”
აქციას “facebook-ის” საშუალებით გამოეხმაურა კახი კალაძე.
კომენტარები