თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ყაზბეგის 22 ნომერში მოჭრილი ხეების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. რაც, მისი თქმით, თბილისის მერიისა და პროკურატურის შესაძლო თანამშრომლობაზე მეტყველებს.
მერობის კანდიდატმა ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ელისაშვილმა პროკურატურას საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
2016 წელს ყაზბეგის 22 ნომერში 45 ხის მოჭრის ნებართვა ქალაქ თბილისის მერიამ გასცა, რასაც საპროტესტო ტალღა და რამდენიმე აქციის მონაწილის შიმშილობა მოყვა.
კომენტარები