NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის დასკვნითი პროცესი იმართება

საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის დასკვნითი პროცესი იმართება

16 აგვ 2017 ახალი ამბები, სამართალი 1199 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. თავად ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მისი საქმე არის პრეცედენტული.

„დღეს, ჯერ კიდევ, ნარკოპოლიტიკა არის ის მძიმე წერტილი, რომელიც ტვირთად აწევს მთლიანად საზოგადოებას და ზოგადად ქვეყანას. ჩემთვის, პირადად დღეს მთავრდება საპროტესტო მოძრაობის პირველი ტალღა და მომდევნო ტალღას ველოდებით სექტემბერში, დეკრიმინალიზაციის რეფორმის განხილვისას.

შეგახსენებთ, ბექა წიქარიშვილი 2013 წლის მაისში, 69 გრ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავეს. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულ ბრალდებულს, კანონის ძველი რედაქციით 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.  აღნიშნული საქმის გასაჯაროვება გახდა გარდამტეხი ქვეყნაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტალღის დაწყებისთვის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფართო საზოგადოებრივ პროტესტს, ჯერ კამპანია „ბექა არ არის კრიმინალის“, ხოლო მოგვიანებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ სახით.

საზოგადოებაში სადისკუსიო სივრცის გაჩენის გარდა, წიქარიშვილის საქმე გარდამტეხი აღმოჩნდა საკანონმდებლო კუთხითაც. საქალაქო სასამართლოს პარალელურად, 2014 წლის მაისში, საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა კონსტიტუციური სარჩელი „ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, მოსარჩელე იმ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე დავობდა, რომელიც 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცენდენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონში მიმდინარე წლის 26 ივლისს ასახა. კანონის ახალი რედაქციით 5 გრ-დან 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს

კომენტარები

დასკვნითი პროცესი სასამართლო წიქარიშვილი 2017-08-16
Tags დასკვნითი პროცესი სასამართლო წიქარიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარგველაშვილი: ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ანონიმური წყაროებით, პროვოკაციის სახით, რეაგირება არასწორია

შემდეგი სტატია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამაოქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაც განიხილება

მსგავსი სტატიები

პრემიერმინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

პრემიერმინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

12 ივლ 2018
ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე დაიბარეს

ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე დაიბარეს

ნინო ჩხეიძე 14 ოქტ 2020
ქართველი მოჭიდავეების ფოტოს სკანდალს მინისტრი ეხმიანება

ქართველი მოჭიდავეების ფოტოს სკანდალს მინისტრი ეხმიანება

18 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge