Twitter-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული აშშ-ის ექსპრეზიდენტის ბარაკ ობამას ტვიტი გახდა, რომელიც მან სოციალურ ქსელში ქალაქ შარლოტსვილში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად დაწერა.
ობამამ ვირჯინიის შტატში მომხდარი არეულობა ნელსონ მანდელას სიტყვებით შეაფასა.”არავინ იბადება სხვა ადამიანის მიმართ სიძულვილის გრძნობით კანის ფერის, რელიგიისა და წარმომავლობის გამო”- დაწერა ობამამ
ექსპრეზიდენტის ტვიტს ამ დროისთვის 3 მილიონზე მეტი მოწონება და მილიონზე მეტი გაზიარება აქვს
კომენტარები