NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოსამართლემ ბექა წიქარიშვილის საქმეზე სხდომა 30 აგვისტომდე გადაიდო

მოსამართლემ ბექა წიქარიშვილის საქმეზე სხდომა 30 აგვისტომდე გადაიდო

16 აგვ 2017 ახალი ამბები, სამართალი 896 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის ბექა წიქარიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 30 აგვისტომდე გადაიდო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრის იურისტის, გურამ იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ბექა წიქარიშვილს არ უნდა შეეფარდოს კონკრეტული სასჯელი.

„ჩვენი პოზიციაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ბექას არ შეეფარდოს კონკრეტული სასჯელი, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ქმედებაზე ფაქტობრივად არ იყო გათვალისწინებული კანონით არცერთი სასჯელი და ჩვენ ამ პოზიციის დასაბუთებას ვეცდებით სასამართლოს წინაშე“,-განაცხადა გურამ იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბექა წიქარიშვილი 2013 წლის მაისში, 69 გრ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავეს. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულ ბრალდებულს, კანონის ძველი რედაქციით 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

წიქარიშვილის საქმე გარდამტეხი აღმოჩნდა საკანონმდებლო კუთხითაც. საქალაქო სასამართლოს პარალელურად, 2014 წლის მაისში, საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა კონსტიტუციური სარჩელი „ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, მოსარჩელე იმ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე დავობდა, რომელიც 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცენდენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონში მიმდინარე წლის 26 ივლისს ასახა. კანონის ახალი რედაქციით 5 გრ-დან 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს.

კომენტარები

2017-08-16
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახური: სამართალდამცველებმა უკანონო საქმიანობაში სამი მეწარმე ამხილეს

შემდეგი სტატია

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მენიუს ქართული კერძები შეემატა

25 სექ 2017
წიკლაური: მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია

წიკლაური: მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია

10 იან 2018
ევროკავშირი-საქართველოს  საპარლამენტო ასოცირების  კომიტეტის სხდომა თბილისში

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა თბილისში

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge