NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეთავაზებულ დიალოგზე, რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს

კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეთავაზებულ დიალოგზე, რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს

16 აგვ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 897 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რესპუბლიკური პარტია კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეთავაზებულ დიალოგზე, განცხადებას ავრცელებს.

„”ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მკვეთრად ურაყოფითად შეფასებამ, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

გუშინ უმრავლესობის ლიდერის მოწოდება და მზაობა, დასხდნენ მოლაპრაკების მაგიდასთან კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არის კიდევ ერთი მცდელობა, შექმნან დიალოგის და კომპრომისის მზაობის იმიტაცია. თუმცა, მთლიანი პროცესის გათვალისწინებით, “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების გაანალიზებით, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებისთვის კომპრომისი შეუძლებელი და მიუღებელია.

ასეთ ვითარებაში, ოპოზიციური პარტიების განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, მეტწილად ასახავს რესპუბლიკური პარტიის არაერთხელ გამოხატულ პოზიციებს და იმ წითელ ხაზს, რომელზეც გადის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენ მიერ არაერთხელ ხაზგასმული მიდგომა, რომ გადაუნაწილებელი მანდატები უნდა განაწილდეს სამართლიანად, ანუ პროპორციულად ბარიერგადალახულ სუბიექტებს შორის და არა შემოთავაზებული ბონუს სისტემით, რაც ასევე, მკაფიოდაა ასახული პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

თუმცა, ვერ დავეთანხმებით იმ მიდგომას, რომ საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ეს ხელისუფლება ასეთ ნდობას არ იმსახურებს“, – აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

კომენტარები

კონსტიტუცია რესპუბლიკური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებები ქართული ოცნება 2017-08-16
Tags კონსტიტუცია რესპუბლიკური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებები ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ

შემდეგი სტატია

დაჩი ცაგურია: უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას

მსგავსი სტატიები

გენერალი ჩაჩიბაია თვითონ არის ყველა ამ ომის მონაწილე, ის არ არის გუშინ ჯარში მოსული

სოსო ელისაშვილი 01 მაი 2019
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018

მარიამ ჯაში ნიუ-იორკში „მსოფლიო განათლების სერვისების” დირექტორს შეხვდა

23 სექ 2017

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge