თბილისის მერიის განცხადებით, „თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება.
„სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი, „ახალი ტფილისი“, რიყე და ლეღვთახევი იქნება.
„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები“, – აცხადებს თბილისის მერია.
დედაქალაქის მერიის განცხადებით, ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, სახალხო დღესასწაულამდე 1 თვით ადრე, წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა.
კომენტარები