ბათუმში, კერძო საწყობში აფეთქება მოხდა, ცეცხლი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის რეზერვუარებს გაუჩნდა. ამის შესახებ news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით 60 მეხანძრე მაშველის მუშაბის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დანგრეულია ორი საცხოვრებელი სახლი.
აფეთქება ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
კომენტარები