ჭადრაკის რიგით IX მსოფლიო თასის გათამაშებას 2-დან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს. ასპარეზობაში მონაწილეობას კი 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე მიიღებს.
1 აგვისტოს Fide-ს რეიტინგ-სიის მიხედვით უკვე ცნობილია თუ ვინ ვის დაუპირისპირდება გათამაშების პირველ წრეში.
ქართველ მოჭადრაკეებს პირველივე წრეში საკმაოდ რთული დაპირისპირება ელით.
საქართველოს სახელით მსოფლიო თასის გათამაშებაში 4 ქართველი მიიღებს მონაწილეობას : ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე.
ქართველი მონაწილეებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე ნანა ძაგნიძეს შეხვდა. მას მსოფლიო ტოპ-15 წარმომადგენელთნ, ჰოლანდიელ ანიშ გირისთან მოუწევს დაპირისპირება.ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავს, ლოპეს სალგადოს შეხვდება.
რეიტინგით-სიით უფრო ძლიერებთან მოუწევთ პაექრობა: მიხეილ მჭედლიშვილს ევროპის 2016 წლის ჩემპიონ ერნესტო ინარკიევთან, ხოლო ლევან ფანცულაიას პოლონელ იან დუდასთან.
აღსანიშნავია ,რომ წელს მსოფლიო თასის ჩატარების ისტორიაში პირველად იასპარეზებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.
შეჯიბრება ნოკაუტ-სისტემით ტარდება.
ფინალურ დაპირისპირებას 28 სექტემბერს სასტუმრო,,ბილტმორში გაიმართება”
კომენტარები