NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, განხორციელდა ევაკუაცია

მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, განხორციელდა ევაკუაცია

14 აგვ 2017 ახალი ამბები 901 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა.

შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

ამჟამად, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ-135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია.

სტიქიურ პროცესზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება-სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები.

ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. საავტომობილო გზაზე მოძრაობა სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად, რისკის შემცირების შემდეგ აღდგება“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები

გარემოს ეროვნული სააგენტო მცხეთა სტეფანწმინდა 2017-08-14
სოსო ელისაშვილი
Tags გარემოს ეროვნული სააგენტო მცხეთა სტეფანწმინდა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სებ-მა 15 აგვისტოსთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

შემდეგი სტატია

საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი დროებით მუშაობას წყვეტს

მსგავსი სტატიები

„მეწარმეობის ხელშემწყობმა პროგრამებმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“

„მეწარმეობის ხელშემწყობმა პროგრამებმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“

03 ნოე 2017

წინასაარჩევნოდ პარტიებმა 13 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღეს

17 ოქტ 2017

გიგი უგულავა: გახარიას ლაპარაკი პეტრე მამრაძეს მაგონებს

20 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

  • ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

    ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

  • რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

    რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

  • როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

    როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

  • დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

    დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge