NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს, დააზუსტონ აქვს თუ არა შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს, დააზუსტონ აქვს თუ არა შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია

14 აგვ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1166 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

„ინტერნეტსივრცეში, ბოლო დროს, აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო მეტად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სხვადასხვა სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს.

მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა – ავტორიზაცია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.

ავტორიზაციას არ ექვემდებარება: ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას: ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი; ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი; ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით; ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში. ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე დასჯადია“, – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კომენტარები

ავტორიზაცია განათლების და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2017-08-14
სოსო ელისაშვილი
Tags ავტორიზაცია განათლების და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს ბაღდათის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე დააკავეს

შემდეგი სტატია

„მმართველი გუნდი აცხადებს მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას და საქმიანი განხილვა მოაწყოს ყველა წინადადების, რომელიც აქვს“

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს

ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2021
ირაკლი კობახიძე: ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც გამოდიან სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ

ირაკლი კობახიძე: ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც გამოდიან სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ

ნინო ჩხეიძე 23 აპრ 2022

გოგელია: ჩვენთვის მიუღებელი იყო ეს სიუჟეტი

29 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge