NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

10 აგვ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 540 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არა. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომრემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.მისი თქმით, ის თუ რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, დამოკიდებულია პირველ რიგში ოპოზიციის მოთხოვნებზე. „ფორმატთან დაკავშირებით, გვექნება ჩვენ კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც შეიძლება შევიდეს საკონსტიტუციო პროექტში, ეს არის დამოკიდებული პირველ რიგში იმ მოთხოვნებზე, რომლებიც უნდა დააყენოს ოპოზიციამ. ჩვენ ველით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ უნდა შემოგვთავაზონ თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, თუ რას ითხოვს ოპოზიცია. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული. მიღებულია ორი მოსმენით. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. სწორედ მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიციამ უნდა გვითხრას ის, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ასეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას მოვისმენთ ოპოზიციის მხრიდან. ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. ჯერჯერობით ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ასეთი სახით მოთხოვნები არ მოგვისმენია და სწორედ ამას ველოდებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გაიმართება წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის ოპოზიცურ პარტიებთან და ამის შემდეგ, განისაზღვრება დისკუსიის ფორმატი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სტრასბურგის დაანონსებული შეხვედრაა. „ზოგადად, არ არის სწორი სტრასბურგში წასვლა იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ არის შემზადებული ვითარება ამისთვის. ჩვენ გვექნება წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს დისკუსიის ფორმატი. ამ ფორმატის ერთ-ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, სტრასბურგის შეხვედრაა, რომელიც არის დაანონსებული”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კობახიძე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებები 2017-08-10
სოსო ელისაშვილი
Tags კობახიძე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურორი: მოწმემ დაადასტურა, რომ სააკაშვილის სტუმრის დოქტორ დოტის სტუმრობის ხარჯები დაფინანსებული იყო პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ

შემდეგი სტატია

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

მსგავსი სტატიები

მიხეილ ჯანელიძე ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

26 აგვ 2017
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

26 აპრ 2018

რატიანის ადვოკატი: ვიდეოჩანაწერები მობილური ტელეფონით არის გადაღებული და არა სამხრე ვიდეოკამარებით

27 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge