NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომზე – „მიზანი თბილისის აღება და ხელისუფლების დამხობა იყო, იმისთვის რომ დაესრულებინათ წარმატებული რეფორმატორული ექსპერიმენტი“

მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომზე – „მიზანი თბილისის აღება და ხელისუფლების დამხობა იყო, იმისთვის რომ დაესრულებინათ წარმატებული რეფორმატორული ექსპერიმენტი“

08 აგვ 2017 ახალი ამბები 4905 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2008 წელს, ამ დღეებში, საქართველოში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. საქართველოში სამი ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა შემოიჭრა.

ოპერაციაში 80 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ხოლო 8 აგვისტოს დაიწყო დაბომბგვა 200 თვითმფრინავით.

ოპერაციის მიზანი თბილისის აღება და ხელისუფლების დამხობა იყო, იმისთვის რომ დაესრულებინათ წარმატებული რეფორმატორული ექსპერიმენტი და გაენადგურებინათ საქართველოს სახელმწიფოებრიობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი განცხადებით, შეტევა მოულოდნელად დაიწყო, ქართველი ოფიცრების უმრავლესობა შვებულებაში იყო, არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი კი, ერაყში.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და აჩვენა ერთობა აგრესიის წინააღმდეგ, ლიდერები ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით ჩამოვიდნენ და დადგნენ ხალხის გვერდით.

საქართველო სასწაულებრივად გადარჩა და დაიწყო განვითარება უფრო სწრაფი ტემპით. პუტინმა თავისი სტრატეგიული მინზებიდან ვერც ერთის მიღწევა ვერ შეძლო 2012 წლამდე, ეს კი უკვე სხვა ისტორიაა.

ქედს ვიხრი ყველა ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე, რომლებიც თავდასხმამ იმსხვერპლა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ თავის ოფიციალურ გვერდზე.

გიორგი მღებრიშვილი აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს დაღუპული 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი სამინისტროს ეზოში, გვირგვინით შეამკო.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავს გამოეხმაურა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი 2008 წლის ომის 9 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ 9 წელი გავიდა. სამწუხაროდ ეს არ იყო გაკვეთილი“, – წერს ლინკევიჩუსი.

ქეთევან ციხელაშვილი:პუტინის ვიზიტი სოხუმში 8 აგვისტოს, არის ღია გზავნილი, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სოხუმში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,  8 აგვისტოს პუტინის ვიზიტი სოხუმში არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რუსეთი აგრძელებს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ზრდის ექსკლუზიურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე.

„პუტინის ვიზიტი სოხუმში 8 აგვისტოს, ამ ძალიან ტრაგიკულ დღეს, რუსული აგრესიის 9 წლისთავზე საქართველოში, არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რუსეთი აგრძელებს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ზრდის ექსკლუზიურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე, ჩვენი პასუხი და ჩვენი გზავნილიც არის ძალიან ცალსახა და ძალიან ღია, ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას, ეს იქნება მშვიდობიანი გზა, ჩვენი მშვიდობიანი მბძოლა, რადგან აღარ დავკარგოთ ახალი სიცოცხლე. მხოლოდ განვითარებით, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძლიერებით დავუპირისპირდეთ განგრძობად ოკუპაციას“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

რუსულ ოკუპაციას ყარაფილასთან ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ

რუსულ ოკუპაციას სოფელ ყარაფილასთან ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. მონაწილეები თბილისში, ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და ყარაფილისკენ დროშებით მიემართებიან.

„ვისაც კი გული შესტკივა ქვეყნისთვის, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში და თავისთავად ეს ყველაფერი, შედეგს გამოიღებს. ასეთ მძინარე მდგომარეობაში,აქცია სამწუხაროდ ვერ მიაღწევს თავის მიზანს.  ჩვენ ჩამოვედით საბერძნეთიდან და შეძლებისდაგვარად გვინდა ჩვენს ქვეყანას დავუდგეთ გვერდში და მივიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში“,-განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

დღეს, ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება ენგურის ხიდთანაც, სადაც მოხდება ოკუპაციის გაპროტესტება. როგორც ცნობილია, დღეს აფხაზეთში ვლადიმერ პუტინი ჩადის.

ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს.

„ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც ზარალდება განგრძობადი ოკუპაციით. ჩვენ გზავნილი დღეს, მათ მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდში, სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს და გააძლიერებს მათ მხარდაჭერას, იქნება ეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაც არაერთი საჭიროება აქვს და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს, იქნება ეს იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში თუ ადამიანები, რომლებიც დღეს მავთულხლართების იზოლაციაში იმყოფებიან“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

ქაცარავა: აქციის მსვლელობისას, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მძიმე ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიყვანა

სოფელ ყარაფილასთან რუსულ ოკუპაცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს. ცოცხალი ჯაჭვი ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. აქციის ერთერთი ორგანიზატორის დავით ქაცარავას განცხადებით, აქციის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიყვანეს.

„ჩვენი აქციის მსვლელობისას, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა თავისი სამხედრო ბაზიდან გამოიყვანა მძიმე ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა. რითაც არ ვიცი რის დემონსტრირებას შეეცადა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ვერაფერი ვერ დაგვიმტკიცა, გარდა იმისა, რომ სინამდვილეში ისინი არიან ლაჩრები, სუსტები და სინამდვილეში მათ ეშინიათ სახალხო ძალის“,-განაცხადა ქაცარავამ.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

„9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო აგვისტოს ომი 2008 წელს, ჩვენი ვალია, პირველ რიგში, პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, გავიხსენოთ ისინი და ჩვენი ვალია, ასევე ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები, ეს არის  ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და საქართველოს გამთლიანება“,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

აგვისტოს ომი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი საქართელოს პარლამენტი ძმათა სასაფლაო 2017-08-08
სოსო ელისაშვილი
Tags აგვისტოს ომი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი საქართელოს პარლამენტი ძმათა სასაფლაო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რესპუბლიკური პარტია საქართველოში ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს

შემდეგი სტატია

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე დროშები დაეშვა

მსგავსი სტატიები

„გამარჯვებულია ქართველი ხალხი, რომელმაც მიიღო ევროპული ტიპის კონსტიტუცია“

11 დეკ 2017

მტკვრიდან თევზსაჭერი ხაფანგები ამოიღეს

17 აგვ 2017
საზიანო და ძალიან საშიში-ოპოზიცია ვლადიმერ ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

საზიანო და ძალიან საშიში-ოპოზიცია ვლადიმერ ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

სოსო ელისაშვილი 01 მაი 2019

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge