NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას – „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას – „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს

04 აგვ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1298 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას – „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს.

„გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა; გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარიუკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა.

კამპანია „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.

„დღეს ჩვენ ვქმნით გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს და ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, რათა არდავუშვათ ივანიშვილის მიერ არჩევნების მორიგი გაყალბება.

გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია არ დაუშვას იმ უკანონობისა და განუკითხაობისგანმეორება, რომელიც ყველა ჩვენგანმა იხილა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ივანიშვილმა ძალადობით, უკონტროლო შავი ფულით, ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის ტოტალური მობილიზებით, სუსის საარჩევნო პროცესებშიჩართვითა და ხელისუფლებასთან სინქრონში მოქმედი ორგანიზებული კრიმინალურისამყაროს დახმარებით შეძლო საკოსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომელსაც ისსაკუთარი კლანის ინტერესებისთვის, ხალხის საზიანოდ იყენებს.

ცხადია, გაყალბების ძირითადი მსხვერპლი მთავარი ოპოზიციური ძალა, ერთიანინაციონალური მოძრაობა იყო. შორს რომ არ წავიდეთ, ყველას გვახსოვს, როგორ დაარბიესსაარჩევნო უბნები და როგორ მოგვპარეს სანდრა რულოვსის მიერ მოგებული არჩევნებიზუგდიდის რაიონში (რისთვისაც დღემდე არავინ დასჯილა). გვახსოვს, როგორ ჩატარდა არჩევნები ქუთაისში, ახალციხესა და მარნეულში.

მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ ყოფილა გაყალბების ერთადერთი მსხვერპლი. გავიხსენოთ, რა გზით მოხვდა პარლამენტში ივანიშვილის მიერ მოწონებული და წახალისებული ღიადპრორუსული ძალა – პატრიოტთა ალიანსი, როცა ხელოვნურად, ბათილი ბიულეტინებისა დაპროცენტების მანიპულირებით მოხდა სასურველი შედეგის დასმა…

დღეს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.

დღეს საქართველოში არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლადაუცილებელი გარემო.

როგორ შეიძლება სამართლიანი ეწოდოს საარჩევნო გარემოს, როცა უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს პროდასავლური ოპოზიციის ორგანიზებული პოლიტიკური დევნა? როცაპრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციის ყველა ლიდერი ან ციხეშია, ან იძულებითდევნილობაში, ან სისხლის სამართლებრივ დევნაში?

ხალხის ნების გაყალბების მთავარი ნიშანია, როცა ივანიშვილი და მის უკან მდგომი ძალებიქართველი ამომრჩევლის მაგივრად არჩევენ, თუ ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესისმონაწილე და ვინ – არა.

სწორედ ამ მიზნით გრძელდება ოპოზიციის დევნა, რაც ეს ჩამოურეცხავი ლაქაა ოცნებისმმართველობაზე და ეჭვქვეშ აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისშესაძლებლობას.

რაც შეეხება გაყალბების „ტექნიკურ“ მხარეს:

ყველამ იცის, რომ გაყალბება მხოლოდ არჩვენების დღეს ურნებთან ჩადენილი დანაშაულიარაა. გაყალბებაა უკანონო მიწერები (როცა თქვენს ბინაში უცხო ადამიანებს არეგისტრირებენ), ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და საარჩევნო პროცესშისუსისა თუ კრიმინალური სამყაროს ჩართვა. გაყალბებაა ძალადობა, რომელიც უკვედაწყებულია. მაგალითად, ახალციხეში სასტიკად სცემეს ჩვენი წარმადგენელი ბეგლარკაპანაძე, მისი 83 წლის მამა და შვილი! გურიაში ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლის მოსახდენადჩართული არიან კრიმინალური ავტორიტეტები რუსეთიდან!

ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე ცნობილია: იმის მაგივრად, რომ დღეს კორცხელისზონდერები განსასჯელის სკამზე ისხდნენ, მათი მეთაური კახი კალაძე თბილისის მერობისკანდიდატია, თავად მოძალადეებს კი სამეგრელოს გუბერნატორი და ბერა ივანიშვილი ერთადაქეიფებენ…

ეს არ იქნება პარტიული შტაბი. ეს იქნება შტაბი ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენად. შტაბი, რომელიც აღრიცხავს ყველა დარღვევასა თუ დანაშაულს და დაიცავს ხალხის ხმებს, ხალხთანერთად.

შესაბამისად, მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ვთხოვთ მათ, ჩამოვაყალიბოთ გაყალბების საწინააღმდგეო ართობლივი საბჭო.

მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს – ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრიადამიანი უნდა ჩაერთოს – ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალურიმმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებსხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას.

თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს – ვეღარ გააყალბებ!

განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთანერთად“, – აცხადენს „ნაციონალური მოძრაობა“.

კომენტარები

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები არჩევნები გაყალბება ენმ ნაციონალური მოძრაობა 2017-08-04
სოსო ელისაშვილი
Tags ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები არჩევნები გაყალბება ენმ ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახური: სამართალდამცველებმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთეს

შემდეგი სტატია

მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენელი ეყოლება

მსგავსი სტატიები

მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი, ვუახლოვდებით ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობების მაქსიმუმს

მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი, ვუახლოვდებით ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობების მაქსიმუმს

ირაკლი შალიკაშვილი 19 აგვ 2021
ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება

ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება

ირაკლი შალიკაშვილი 04 მაი 2020
სიკეთით სავსე „რძისამე“, რომელმაც უკვე დიდი ნდობა დაიმსახურა

სიკეთით სავსე „რძისამე“, რომელმაც უკვე დიდი ნდობა დაიმსახურა

ირაკლი შალიკაშვილი 11 მაი 2020

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge