NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა

04 აგვ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 576 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.

მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის – უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის – დამაკმაყოფილებელი.

სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მშვიდობისმყოფელის, უმცროსი სერჟანტ მდინარი საბას ძე ბებიაშვილის ოჯახს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები

ავღანეთი გარდაიცვალა ქართველი ჯარისკაცი ჯარისკაცი ჯარისკაცი გარდაიცვალა 2017-08-04
სოსო ელისაშვილი
Tags ავღანეთი გარდაიცვალა ქართველი ჯარისკაცი ჯარისკაცი ჯარისკაცი გარდაიცვალა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურა: სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

შემდეგი სტატია

საგამოძიებო სამსახური: სამართალდამცველებმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთეს

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2019
კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას – მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე

კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას – მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე

01 თებ 2019
„ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვიღაცის გულის მოსაფხანად“

„ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვიღაცის გულის მოსაფხანად“

14 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

    მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

  • თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

    თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

  • 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

    16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge