რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქურთულ ტელეარხთან Rudaw ინტერვიუში, განაცხადა, რომ ის გაკვირვებულია ამერიკელი პოლიტიკოსების „მასობრივი ფსიქოზით“.
„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაექვემდებარებოდნენ „მასობრივ ფსიქოზს“ – აცხადებს ლავროვი.
„გვესმის, თუ რაოდენ რთულია ვაშინგტონში მათთვის, ვინც ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს საღი აზრი, არანორმალური რუსოფობიის პირობებში, როცა არ არსებობს არც ერთი ფაქტი რომელიც ადასტურებს ამერიკის საქმეებში რუსეთის ჩარევას“, აცხადებს ლავროვი.
„ბევრ მათგანთან მქონდა ურთიერთობა, როცა ნიუ-იორკში ვმუშაობდი. ყველაფერი, რაც ახლა ხდება მაკვირვებს. ალბათ, ბევრი მათგანი, ვინც ამერიკული პოლიტიკისათვის ასეთ ანომალურ მოძრაობას აჰყვა, ხვდება, რომ ეს ყველაფერი ნორმალური არ არის და როგორღაც უნდა შეჩერდეს“, აცხადებს ლავროვი.
კომენტარები