იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა უკონკურსო გადანიშვნებზე იწყებს მსჯელობას. ახალი რეგულაციის მიხედვით, მოსამართლეთა დასაწინაურებლად შესაძლოა ყველანაირი კონკურსი გაუქმდეს. კომენტარი ამასთან დაკავშირებით, საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა, მისი განცხადებით, საკონსკურსო ეტაპების გაუქმება ბუნდოვანს გახდის იუსტიციის საბჭოს მუშაობას.
„ვემხრობი იმ მდგომარეობასა, რომ იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე ეს პროცესი და იუსტიციის საბჭოს ჰქონდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ამ საკითხთან მიმართებაში, რომ მასში იყოს გარკვეულწილად კონკურსის ელემენტები უფრო მკვეთრად შეტანილი, შიდა კონკურსს ვგულისხმობ ბუნებრივია და პირველ რიგში ჩემთვის მნიშნველოვანია, რომ საქართველოში მოქმედ მოსამართლეებს ამ პროცესის და გადაწყვეტილების მიმართ ჰქონდეთ ნდობა. 37-ე მუხლი სწორედ კონკურსის გარეშე დანიშვნას, გადაყვანასა და დაწინაურებას გულისხმობს, მაგრამ ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება მაღალი სანდოობა“,-განაცხადა ჯანეზაშვილმა.
კომენტარები