„ 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში“

პირველმა ვიცეპრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ეკონომიკური ზრდაში კერძო სექტორის როლზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 18.6%-ით, ხოლო გამოშვება 19.6%-ით გაიზარდა.  ბრუნვისა და გამოშვების ზრდადაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო  და ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისმიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას. 2017 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის დასაქმება 6.3%-ითგაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,911-ით მეტი  ადამიანი დასაქმდა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცეპრემიერის  ინფორმაციით,  ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის  განვითარების პარალელურად, მცირდება  უმუშევრობის დონე  ქვეყანაში.

2016 წელს უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა  და 11.8% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ  ბოლო  13 წლის განმავლობაშიყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

გარდა ამისა, 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ იქონია.

2017   წლის პირველ ნახევარშიეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი წმინდა ექსპორტმა შეიტანა  და 4.0 პროცენტული პუნქტი შეადგინა.  ამასთან, აღსანიშნავია რეალური ინვესტიციების (0.3პ.პ) და რეალური მოხმარების (0.8 პ.პ) პოზიტიური წვლილი ეკონომიკური ზრდაში. 2017 წლის  დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა დაუახლოვდა პოტენციურ დონეს,რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მიმდინარე და დაგეგმილი  სტრუქტურული  რეფორმები.

">