NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»მუსიკალური ფესტივალი – შემოსავლის წყარო სახელმწიფოსთვის თუ ბიზნესისთვის

მუსიკალური ფესტივალი – შემოსავლის წყარო სახელმწიფოსთვის თუ ბიზნესისთვის

01 აგვ 2016 კულტურა 6224 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხარისხიანი მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ძვირი სიამოვნებაა. ამ სიამოვნებისთვის თანხის მოძიება – რთული. თუ სპონსორი არ დარწმუნდება, რომ ფესტივალი კომერციულად მომგებიანია, მას ფულის დახარჯვა უჭირს; და სანამ ღონისძიება სპონსორისთვის საინტერესო გახდება, მანამდე მისი განვითარებაა საჭირო.

კარგი იდეის ავტორს ხშირად მხოლოდ იდეა აქვს, ფული – არა. ამ დროს ითხოვს იგი სახელმწიფოსგან დახმარებას. მაგრამ არც სახელმწიფოს დარწმუნებაა მარტივი იმაში, რომ ფესტივალისთვის ხალხის ფულის დახარჯვა ღირს. კომპანია Alter Vision-ის დამფუძნებელი აჩიკო გულედანი ამბობს, რომ მას სახელმწიფოს დასარწმუნებლად 4 წელი დასჭირდა. საბოლოოდ, მან 800 ათასლარიანი ბიუჯეტით პირველი Open Air-ის ჩატარება შეძლო.

რითი შეიძლება სახელმწიფოს დარწმუნება? პირველი, კარგი მუსიკალური ფესტივალი ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. იმიჯი ბიუჯეტში ფულის იმ წელსვე დაბრუნებას არ გულისხმობს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

მეორე – ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ ღონისძიებაზე მყოფი ვიზიტორის მიერ დახარჯული ფული, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში დაიდებს ბინას. რაც უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს ფესტივალს, მით უფრო მეტი თანხა შევა ბიუჯეტში. რაც უფრო მეტი ფული დაიხარჯება ფესტივალის ორგანიზებისთვის, მით უფრო ხარისხიანი იქნება იგი და შესაბამისად, მით უფრო მეტი ვიზიტორი დაესწრება. წრე სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაბრუნებით იკვრება.

თუ ფესტივალი წარმატებულია, ამას მხოლოდ ვიზიტორები არ ამჩნევენ. ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ღონისძიებაში, საკუთარი პროდუქციის სარფიანი რეალიზებისთვის, მიმზიდველ ბაზარს ხედავენ. მეტი ფული კერძო სექტორიდან კი სახელმწიფოს წილის ეტაპობრივ შემცირებას შესაძლებელს ხდის. სახელმწიფოს ნაკლები მონაწილეობა რომ უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს, ამას Open Air ადასტურებს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი აჩიკო გულედანი ამბობს, იმ წლებში, როცა სახელმწიფოს ფული არ დაუხარჯავთ, ფესტივალს ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. ვარაუდი, რომ კერძო სექტორს ურჩევნია, ბიზნესში (საქმეში) სახელმწიფო არ ეცილებოდეს, სამართლიანად არსებობს: კომპანიას უფრო მეტი სივრცე აქვს, საკუთარი სახელი გააპიაროს, მით უმეტეს, თუ ფესტივალმა უკვე დაიმკვირდა საკუთარი ადგილი მუსიკალურ ბაზარზე.

მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე ყოფნა რომ ნაკლებად მომგებიანია, ამას სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ფესტივალების ორგანიზატორიც ამბობს. Eastern Promotion-ის დამფუძნებელი გიორგი კერესელიძე აცხადებს, რომ ფესტივალი ისევ სახელმწიფოსთვისაა მომგებიანი, რადგან იგი დახარჯული ფულის დაბრუნებას ტურიზმითაც ახერხებს და ბილეთებიდან შესული თანხაც ბიუჯეტში ბრუნდება.

თუ გადასახადის გადამხდელი ხედავს, რომ მის რეგიონში ტურისტების რაოდენობა ფესტივალის განმავლობაში იმატებს, ასკვნის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა მის ფლანგვას არ ნიშნავს. მაგრამ მეორე მხრივ, თუ ეს კერძო სექტორს ხელს უშლის, თანხის დახარჯვით კონკრეტული სარგებელი თავადაც მიიღოს, კითხვას იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა სახელმწიფომ მონაწილება ფესტივალების ორგანიზებაში, არ ხსნის.

საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ სახელმწიფომ მუსიკალური ფესტივალების განვითარებას ბიძგი უნდა მისცეს, მაგრამ დახმარება ზღვარს არ უნდა გაცდეს – უნდა დარჩეს ადგილი არამხოლოდ სპონსორებისთვის, არამედ სერვისკომპანიებისთვისაც, რომლებიც ფესტივალების მიმდინარეობისას საკუთარ პროდუქციას გაიტანენ ბაზარზე. აჩიკო გულედანი სწორედ ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგზე საუბრობს. 2009 წლიდან, როცა ფესტივალის ორგანიზებისთვის სცენის დაქირავებაც კი უკრაინიდან იყო საჭირო, ვითარება შეიცვალა და დღეს, საჭირო მომსახურებისა თუ პროდუქციის შეთავაზება ადგილობრივ კომპანიებსაც შეუძლიათ.

ფესტივალები შემოსავლის წყარო ხდება მცირე მეწარმისთვისაც, რომელიც მცირე დროში, ვიზიტორების დიდი რაოდენობისთვის საკუთარი ნაწარმის შეთავაზებით, გარკვეულ მოგებას იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, სტუმრების კვებაზე ზრუნვა აუცილებელი ხდება და ამაზე სწორედ ადგილობრივი მეწარმეები ზრუნავენ.

უღირს თუ არა სახელმწიფოს, ფული დახარჯოს ისეთი მუსიკალური ფესტივალების ორგანიზებისთვის, რომლებსაც მოგება არ მოაქვთ, მაგრამ ამ ფულზე კონკრეტული დარგის შენარჩუნებაა დამოკიდებული – ღირს, მაგრამ არა მუდმივად.

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ოპტიმალურ გამოსავალს ხედავს კერძო ბიზნესის მოტივირებაში, დააფინანსოს კულტურა. მოტივირება კი, როგორც რურუა აცხადებს, შესაძლებელია საგადასახადო შეღავათების დაწესებით.

 

სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის – „კულტურა და კრეატიულობა“ – ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, და ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას.

კომენტარები

მუსიკალური ფესტივალი ფესტივალი 2016-08-01
Tags მუსიკალური ფესტივალი ფესტივალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Drückglück casino bonus code

შემდეგი სტატია

Online casino roulette echtgeld bonus

მსგავსი სტატიები

ნანი ბრეგვაძე: … პუტინისაგან მისალოცი ბარათი მიმიღია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

26 დეკ 2017
ჯონი დეპი და პენელოპა კრუზი „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესის“ რიმეიქში

ჯონი დეპი და პენელოპა კრუზი „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესის“ რიმეიქში

26 სექ 2017
საქართველოში რუსეთის ფილმსაცავში დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება

საქართველოში რუსეთის ფილმსაცავში დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება

26 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

  • “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

    “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge