„2012 წელს ამ ქალბატონს უნდოდა პრეზიდენტობა და უნდა დღესაც“

ექსპერტის გია ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ 2012 წელს სურდა პრეზიდენტობა. ამის შესახებ ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე მახსოვს 2012 წელს მთხოვდა ხოლმე, რომ იქნებ რამენაირად დავხმარებოდი, რომ მარგველაშვილის ნაცვლად ის წამოეყენებინათ პრეზიდენტად. 2012 წელს ამ ქალბატონს უნდოდა პრეზიდენტობა და უნდა დღესაც, ამაში დასაძრახი არაფერია“, – აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, ეს გაპრეზიდენტების შემდეგ შეიძლება შეიცვალოს.

„საკმაოდ უმართავი ადამიანია, საკმაოდ თავნება ადამიანია. ასე რომ, ძალიან მხიარული ცხოვრება გვექნება როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე მისი გაპრეზიდენტების შემდეგ“, – აცხადებს ხუხაშვილი.

">