„2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები“

აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან ათი წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები. მათ ხსოვნას მარადიულად შეინახავს საქართველოს ისტორია და თითოეული ქართველი. მინდა გამოვხატო უდიდესი თანაგრძნობა ყველა ოჯახის მიმართ, ვისაც შეეხო ეს ტრაგედია. ქვეყნის დეოკუპაცია არის ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, რათა ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ და საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეულად დაბრუნებულ საქართველოში!“, – წერია პრემიერის განცხადებაში.

მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

 

">