2-დან 7 წლამდე ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობას შეუმოწმებენ – გაეროს კვლევა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ კვლევაში, რომელსაც გაერო ბავშვთა ფონდთან ერთად ატარებენ.

კვლევამ უნდა დაადგინოს ტყვიის შემცველობა სისხლში. გამოკვლევა შერჩევითობის პრინციპით, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ ოჯახებმა მონაწილეობა. კვლევა საქართველოს 10 ქალაქში მიმდინარეობს და 1500 ბავშვს უნდა ჩაუტარდეს. აქედან 1300-მდე ბავშვს ანალიზები უკვე აუღეს.

კვლევის შედეგები გაზაფხულზე იქნება ცნობილი.

„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომ ხელი შევუწყოთ ამ კვლევას, რამეთუ ჩვენ გარკვეული ჩამორჩენა ჩართვაში გვაქვს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქშიც,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

წყარო: რუსთავი 2

">