წულუკიანი: მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ თუ არა ჩანაწერებში ნახსენები პირები ამ პროცესში ჩართული

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის განცხადებით, პირველ რიგი უნდა დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს მართლაც იყვნენ თუ არა ის პირები, რომელთა გვარები ჩანაწერებში გაჟღერდა, ამ პროცესში ჩართული.

„აქ მთავარი ალბათ არის ის, რომ რაკი გამოძიება დაწყებულია, გამოძიება დაინტერესდეს არა მხოლოდ იმ პირველი ჩანაწერით, რომელიც სათავედ დაედო ამ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესს, არამედ ყველა მომდევნო გამჟღავნებული ინფორმაციით თუ ჩანაწერით, იმისთვის, რომ დადგინდეს, ვის რა როლი ჰქონდა, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ თუ არა ეს პირები ამ პროცესში ჩართული. სანამ ამაზე გამოძიება თავის სათქმელს მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ იტყვის, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე დღეს საუბარი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

/</a></iframe>