1tv.ge: „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს

ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს განაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.

პირველი არხის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში უკვე გადაწყვეტილია, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატს არ წარადგენს და მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

ასევე, პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის თაობაზე განცხადებას დღეს 17 საათზე გააკეთებს.

">